Saturday, April 28, 2012

ბრიტანელებმა შოკოლადის პრინტერი შექმნეს

ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს პირველი მსოფლიოში შოკოლადის 3D პრინტერი, სახელად «Choc Creator». პრინტერი უკვე გაყიდვაშია და მისი ფასი 4000 დოლარია.


პრინტერი მუშაობს სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგიით. ის აპრინტერებს შოკოლადის მრავალ ფენას სპეციალური კონუსის ტიპის დეტალით. ყოველი მომდევნო ფენა წინას გაცივების შემდეგ იბეჭდება. მისი მართვა რთული პროცესია, რადგან შოკოლადის “კარტრიჯის” გაცხელება ავტომატურ რეჟიმში ჯერჯერობით არ ხდება, მაგრამ უახლოეს მომავალში ესეც შესაძლებელი იქნება.
ბეჭდვის შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდის, ლამაზი 3D ფიგურები პატარებს ძალიან ახარებენ – და არა მარტო პატარებს, რადგან ბევრ ცნობილ რესტორანში უკვე იყენებენ ამ მოწყობილობას და კლიენტებს საშუალება აქვთ შოკოლადის ფიგურები თავიანთი ფანტაზიის მიხედვით შეუკვეონ.

No comments:

Post a Comment